ხმის ოპერატორი - პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა

ხმის ოპერატორი - პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა
ხმის ოპერატორი - პროფესიული მომზადების მოკლევადიანი პროგრამა

თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე - ხმის ოპერატორი;

 

რას ისწავლი ჩვენთან:

🔶 ხმის ჩამწერ მოწყობილობებს;

🔶 ხმის მოწყობილობების შეერთებას;

🔶 ხმის მოწყობილობების მართვას;

🔶 ხმის ჩაწერას;

🔶 ხმის დამუშავებას და მონტაჟს.

 

🔷 პროგრამა შექმნილია კოლეჯის პარტნიორი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „კიკალა სტუდიოს“ ფასილიტატორთა ჩართულობით;

🔷 პროგრამაზე სწავლა 100%-ით დაფინანსებულია ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს და USAID-ის  პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" პროექტის "პარტნიორობა პროფესიების განვითარებისთვის" მიერ;

🔷 პროექტით გათვალისწინებულია წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობა;

 

💻რეგისტრაცია

 

დარეგისტრირდით ვებგვერდზე vet.emis.ge. რეგისტრაციის დასასრულს შეამოწმეთ თქვენი ელ.ფოსტა, სადაც მიიღებთ ლინკს. გახსენით ის და გაიარეთ ავტორიზაცია. აირჩიეთ ფანჯარა - სახელწოდებით „მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები’’ და იქ მონიშნეთ შემოთავაზებული ოთხიდან თქვენთვის სასურველი ერთი პროფესიული მომზადების პროგრამა. 

⭕ დაიმახსოვრეთ ავტორიზაციის მონაცემები!

 

🔻ყურადღება:

🔷 პროგრამაზე რეგისტრაციის წინაპირობაა აპლიკანტის სრული ზოგადი განათლება  ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე; დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამაზე რეგისტრაციის პროცესში პროგრამის „დაშვების წინაპირობის“ ველში. 

🔷 პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტები გაივლიან შერჩევას, რომლის საფუძველზეც ჩაირიცხებიან სასურველ პროგრამაზე;

🔷 სწავლის ხანგრძლივობაა 6 თვე; კვირაში ორჯერადად  3-3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით საღამოს საათებში.

🔷 რეგისტრაცია დასრულდება 19 ნოემბერს, ხოლო სწავლა  დაიწყება 4 დეკემბერს! 

🔷 ,,კონტენტის შემქმნელის’’, ,,ხმის ოპერატორის’’ და ,,განათების ტექნიკოსის’’ პროგრამების ფარგლებში საწარმოო პრაქტიკა განხორციელდება საზოგადოებრივი მაუწყებელში;

🔷 პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ  ორენოვან სერტიფიკატს დანართით.

 

📌 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კოლეჯში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 შუალედში ნომერზე: 2-910260.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე

სხვა პროგრამები