პროფესიული პროგრამები

ტელერეჟისურა

ტელერეჟისურა

ტელერეჟისურა პროგრამის მიზანი
ისეთი კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელსაც შეეძლება სატელევიზიო სივრცეში მრავალკამერიანი სისტემით გადაცემების ტრანსლირება, პუბლიცისტური ნამუშევრების წარმოება, ტრეილერებისა და ანონსების გადაღება, ასევე სატელევიზიო სერიალზე მუშაობა. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ
ბმულზე.

დაშვების წინაპირობა

სრული ზოგადი განათლება

პროფესიული კვალიფიკაცია
უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია ტელერეჟისურაში.

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

ტელერეჟისურაში - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შესაძლოა დასაქმდეს დოკუმენტური მასალის რეჟისორად, ტექნიკურ რეჟისორად, ტელევიზიისა თუ რადიოს ტექნიკურ რეჟისორად.

პროგრამის ხანგრძლივობა

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 2 სასწავლო წელი

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 2,5 სასწავლო წელი

პროგრამის ხელმძღვანელი/პროფესიული მასწავლებელი
ზურაბ ოშხნელი.

ფოტოგრაფია

ფოტოგრაფია

პროგრამის აღწერა

პროგრამის მიზანია, კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც შეძლებს რეალობის დოკუმენტურ და მხატვრულ ასახვას; ტექნიკურად სრულფასოვანი და კომპოზიციურად დახვეწილი სხვადასხვა ჟანრის ფოტოების გადაღებასა და დამუშავებას. ფოტოგრაფიის ისეთ სხვადასხვა დარგებში მუშაობას, როგორიცაა: დოკუმენტური ფოტოგრაფია, პორტრეტის ფოტოგრაფია, პეიზაჟის ფოტოგრაფია, ნივთების და რეპროდუქციის  ფოტოგრაფია, ღონისძიებების ფოტოგრაფია. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კვალიფიკაცია

საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ფოტოგრაფიაში.

პროგრამის ხელმძღვანელი/პროფესიული მასწავლებელი- კახა ფხაკაძე.