კოლეჯის ისტორია

2022

2022 წელს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული გახდა პროფესიული უნარების სააგენტოს ნომინაციაში “წლის საიმიჯო კამპანია”.

2021

2021 წელს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში შეიქმნა სტუდენტური კლუბი „პარაშუტი“,რომელიც  ემსახურება ახალგაზრდებში ზოგადი და პროფესიული განათლების დონის ამაღლებასა და პოპულარიზაციას. „პარაშუტი“ განსხვავებული რაკურსით გაცნობთ ადამიანებსა და მოვლენებს, ექსპერიმენტული აუდიო-ვიზუალური ფორმით გიყვებათ საინტერესო ამბებს.„გონება პარაშუტივითაა,თუ არ გახსნი არ მუშაობს“. გახსენი პარაშუტი!

2019

პირველი სატელევიზიო სკოლის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯმა იუბილე 4 ოქტომბერს აღნიშნა.ღონისძიებას უცხოეთიდან მოწვეულ საპატიო სტუმრებთან ერთად კოლეჯის კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

2018

2018 წლის 6 მარტის საქართველოს მთავრობის 110 დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ინტელექტუალურ და ტექნიკურ ბაზაზე შეიქმნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელიც ახორციელებს მეოთხე და მეხუთე დონის (უმაღლეს) შვიდ პროფესიულ პროგრამას.

2007

2007 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სსიპ მედიის,  რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი შეურთდა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს და 11 წლის მანძილზე სასწავლო სატელევიზიო ცენტრის სახელწოდებით ახორციელებდა ფოტო, სატელევიზიო და მედია მიმართულებების უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს.

2006

2006 წელს კოლეჯი დაფუძნდა სსიპ მედიის,  რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის სახელწოდებით.

2000

2000 წელს, განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტელე-რადიო კორპორაციის წარდგინებებით ტელეპროფილური ლიცეუმი გადაკეთდა მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯად;

1995

1995 წელს, ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, საქართველოში შეიქმნა სატელევიზიო ხელოვნების პირველი უმაღლესი პროფესიული სკოლა;

1993

1993 წლიდან, განათლების სამინისტროს ბრძანებით, სკოლა გადაკეთდა ტელეპროფილურ ლიცეუმად და გადავიდა სახელმწიფო დაფინანსებაზე;

1992

1992 წელს, განათლების სამინისტროს ლიცენზიით ზურაბ ოშხნელმა კოლეგებთან ერთად დააფუძნა პირველი ტელეპროფილური სამწლიანი სკოლა არასრული ზოგადი განათლების მქონე მოსწავლეებისთვის;

1989

1989 წელს დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორ – ოპერატორის ზურაბ ოშხნელის ინიციატივით შექმნილმა საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიამ (შემდგომში საყმაწვილო-სატელევიზიო რესპუბლიკური ცენტრი) სათავე დაუდო საქართველოში ფორმალურ პროფესიულ განათლებას ფოტოგრაფიაში, მედიასა და სატელევიზიო ხელოვნებაში.