მისია, ხედვა და ღირებულებები

მისია

    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი წარმოადგენს პროფესიულ სასწავლო დაწესებულებას, რომელიც არსებობს  აუდიოვიზუალური მიმართულების დარგებისთვის კვალიფიციური კადრების მოსამზადებლად.

     

    კოლეჯი ემსახურება პროფესიული სტუდენტების და მსმენელების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას შემოქმედებითი ინიციატივების მხარდაჭერასა და ღია საზოგადოებაში ინტეგრაციას.

     

    კოლეჯის მიზანია საერთაშორისო ცნობადობის მოპოვება და მნიშვნელოვან აუდიოვიზუალურ პროექტებში პერმანენტული ჩართულობა.

ხედვა

    2033 წლისთვის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი უნდა იყოს საერთაშორისო დონეზე მოთხოვნადი სასწავლო დაწესებულება.
     

ღირებულებები

    სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის საქმიანობა ეფუძნება კოლეგიალობას, კვალიფიციურობას, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიით გათვალისწინებულ პრინციპებს.