მარეგულირებელი დოკუმენტი

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი

სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი განსაზღვრავს კოლეჯის სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობებს, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების, მასში ცვლილების და გაუქმების წესებს; არეგულირებს პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების, შეჩერების, შეწყვეტის, აღდგენის, შეფასების, კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურებს; განსაზღვრავს პროფესიული სტუდენტის უფლება-მოვალეობებს და სხვა.  დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე შუალედური შეფასების ჩატარების წესი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

კონკურსის წესი

აპლიკანტების შერჩევის პროცედურების შესახებ  დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. წიგნიერებაში საგამოცდო პროგრამის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე. პროფესიული მომზადების  და პროფესიული გადამზადების პროგრამაზე მსმენელთა შერჩევის და  ჩარიცხვის წესი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე. მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამებზე აპლიკანტების შერჩევის კომპონენტები, კრიტერიუმები და საგამოცდო თემატიკა  შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ხარისხის მართვის ინსტრუქცია

დოკუმენტი შემუშავებულია სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. ხარისხის მართვის ინსტრუქცია არეგულირებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის მხარდაჭერის მექანიზმებს; მოიცავს მეცადინეობებსა და შეფასებებზე დასწრების ფორმებს და პროფესიულ სტუდენტთა და მასწავლებელთა გამოკითხვისთვის საჭირო კითხვარებს. დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი

ბიბლიოთეკით სარგებლობის წესი განსაზღვრავს კოლეჯის ბიბლიოთეკის ფუნქციებს; ადგენს ბიბლიოთეკაში გაწევრიანების პირობებს;  ბიბლიოთეკაში დაცული რესურსების (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი, აუდიო-ვიზუალური მასალა) გამოყენების წესებს და ვადებს;  ბიბლიოთეკაში ქცევის წესებს. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

უსაფრთხოების წესები

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯის უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის წესი განსაზღვრავს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების და წესრიგის დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებს; კოლეჯის პერსონალისა და პროფესიული სტუდენტებისთვის  პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებს. დეტალური ინსტრუქციები იხილოთ ბმულზე.

ავტორიზაციის გადაწყვეტილება

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

წესდება

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის წესდება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

შინაგანაწესი

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის შინაგანაწესი შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის“ და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კოლეჯისთვის. შინაგანაწესი ვრცელდება კოლეჯში დასაქმებულ პირებზე და სავალდებულოა შესასრულებლად. დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

დიპლომის ფორმა

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის დიპლომის ფორმა (1)

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სერთიფიკატის ფორმა.

სტუდენტური კლუბი „პარაშუტის“ დებულება

სტუდენტური კლუბი „პარაშუტის“ დებულება იხილეთ ბმულზე