თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი აცხადებს მსმენელთა მიღებას პროფესიული მომზადების მოკლევადიან პროგრამაზე - სარეკლამო ფოტოგრაფია;
რას ისწავლი ჩვენთან:
🔶 ფოტო ტექნიკის და აქსესუარების მართვას;
🔶 ბუნებრივი და ხელოვნური სინათლის მართვას;
🔶 ჟანრული სარეკლამო ფოტოსურათების გადაღება სტუდიაში, ინტერიერსა და ექსტერიერში;
🔶 სარეკლამო ფოტოსურათის დამუშავებას, თვითრეკლამირებას და დამკვეთთან მუშაობას;
🔶 სარეკლამო ფოტოპროექტის მომზადებას და მართვას.
🔷 პროგრამა შექმნილია კოლეჯის პარტნიორი „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ და „კიკალა სტუდიოს“ ფასილიტატორთა ჩართულობით;
🔷 პროგრამაზე სწავლა 100%-ით დაფინანსებულია ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს და USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" პროექტის "პარტნიორობა პროფესიების განვითარებისთვის" მიერ;
🔷 პროექტით გათვალისწინებულია წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმების შესაძლებლობა;
💻რეგისტრაცია
დარეგისტრირდით ვებგვერდზე vet.emis.ge. რეგისტრაციის დასასრულს შეამოწმეთ თქვენი ელ.ფოსტა, სადაც მიიღებთ ლინკს. გახსენით ის და გაიარეთ ავტორიზაცია. აირჩიეთ ფანჯარა - სახელწოდებით „მომზადების და გადამზადების პროფესიული პროგრამები’’ და იქ მონიშნეთ შემოთავაზებული ოთხიდან თქვენთვის სასურველი ერთი პროფესიული მომზადების პროგრამა.
⭕ დაიმახსოვრეთ ავტორიზაციის მონაცემები!
🔻ყურადღება:
🔷 პროგრამაზე რეგისტრაციის წინაპირობაა აპლიკანტის სრული ზოგადი განათლება ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე; დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამაზე რეგისტრაციის პროცესში პროგრამის „დაშვების წინაპირობის“ ველში.
🔷 პროფესიულ პროგრამაზე დარეგისტრირებული აპლიკანტები გაივლიან შერჩევას, რომლის საფუძველზეც ჩაირიცხებიან სასურველ პროგრამაზე;
🔷 სწავლის ხანგრძლივობაა 6 თვე; კვირაში ორჯერადად 3-3 აკადემიური საათის ხანგრძლივობით საღამოს საათებში.
🔷 რეგისტრაცია დასრულდება 2023 წლის 19 ნოემბერს, ხოლო სწავლა დაიწყება 2023 წლის 4 დეკემბერს!
🔷 ,,სარეკლამო ფოტოგრაფიის’’ საწარმოო პრაქტიკა განხორციელდება - „კიკალა სტუდიოში“.
🔷 პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან სერტიფიკატს დანართით.
📌 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით კოლეჯში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 შუალედში ნომერზე: 2-910260.
გისურვებთ წარმატებას!