fbpx

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინტენსიური ჩართულობით დროის მცირე პერიოდში პრაქტიკულ დონეზე შეისწავლოს ვიდეო მონტაჟის პროფესიონალურად განხორციელება კომპიუტერული პროგრამის  Adobe Premiere-ის გამოყენებით. იმისათვის, რომ მსმენელს კარგად ესმოდეს სამონტაჟო ვიდეოკადრის რაობა და შეეძლოს მისი “შეგრძნება”, პროგრამაში ჩართულია ვიდეო გადაღების შემსწავლელი პრაქტიკული მოდული. პროგრამა ადაპტირებულია ზრდასრულებისთვის და ითვალისწინებს მათ შეზღუდულ დროს. კოლეჯი მსმენელებისთვის უზრუნველყოფს კვალიფიციურ პრაქტიკოს სპეციალისტებს, მაღალი ხარისხის სამონტაჟო კომპიუტერებს და ვიდეო კამერებს. მსმენელებს მოეთხოვებათ პერსონალური კომპიუტერის ქონა დამოუკიდებელი სავარჯიშოების შესასრულებლად და მისი ფლობა სამომხმარებლო დონეზე. დასკვნით პრაქტიკულ ნამუშევრებს შეაფასებენ კოლეჯის მიერ სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები მსმენელთა დასაქმების შანსის გაზრდის მიზნით.

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა.

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  სულ 187 საათი, მათ შორის 108 საკონტაქტო საათი და 79  საათი დამოუკიდებელი სამუშაოებისთვის.

კვირეული  საკონტაქტო დატვირთვა: 9 საკონტაქტო საათი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  სრული ზოგადი განათლება, შემოქმედებითი ტური, კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე გამოყენების უნარის დადასტურება.

 პროგრამის ღირებულება: 100% სახელმწიფო დაფინანსება.

 

პროგრამის მასწავლებლები:

  • ზურაბ ოშხნელი
  • დავით კახიანი
  • თინათინ მუმლაძე

 

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/#/training-programs

პროგრამის დასრულების შემდეგ   გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.