პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს დოკუმენტის საჭირო პარამეტრებით შექმნა, გამოსახულების რედაქტირება, რასტრული გამოსახულების რეტუშირება, გამოსახულების დამუშავება ფილტრებისა და ნიღბების გამოყენებით.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 8 კვირა

კვირეული საკონტაქტო დატვირთვა: 6 საკონტაქტო საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება, გასაუბრება გამოსახულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე ფლობის უნარების დადასტურება.

პროგრამის დასრულების შემდეგ  გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.

პროგრამაზე რეგისტრაციის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.vet.emis.ge