პროგრამის მიზნები: პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია მსმენელს გამოუმუშაოს ტექნიკურად სრულფასოვანი და კომპოზიციურად დახვეწილი ფოტოსურათის გადასაღებად საჭირო უნარები, შეასწავლოს ფოტოგრაფიული ჟანრები, ფოტორედაქტირების პრაქტიკული ელემენტები.

პროგრამის ხანგრძლივობა კვირებში: 12 კვირა

კვირეული საკონტაქტო დატვირთვა: 6  საკონტაქტო საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება, გასაუბრება გამოსახულებასთან დაკავშირებულ თემატიკაზე, კომპიუტერის ფლობა სამომხმარებლო დონეზე.

პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.

პროგრამაზე რეგისტრაციის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.vet.emis.ge