სტუდენტები რეალურ საწარმოო გარემოში
2022 წლის 18 მარტს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯსა და ეროვნულ სასახლეს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო, კვლევითი თანამშრომლობის განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
მემორანდუმის ფარგლებში პირველი საერთო ვიდეოპროექტი დაიგეგმა, რომლის განხორციელებაში ჩართულები იყვნენ ტელერეჟისურის, ჟურნალისტიკის, ფოტოგრაფიის, საოპერატორო ხელოვნებისა და მონტაჟის პროგრამის სტუდენტები.
ეროვნული სასახლის ინიციატივით, უკრაინის მხარდასაჭერად გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა, რომლის ფოტო და ვიდეოგადაღება პრაქტიკული მოდულის ფარგლებში კოლეჯის სტუდენტებმა განახორციელეს. ღონისძიება ჩატარდა წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში.