სსსმ აპლიკანტებისთვის დოკუმენტების წარდგენის ვადა და პირობები
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტებისთვის პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად დოკუმენტების წარდგენის ვადად განისაზღვრა 2020 წლის 17 – 23 სექტემბერი.
სავალდებულო დოკუმენტების ნუსხას შეადგენს:
ა) სარეგისტრაციო განცხადება (შეივსება საბუთების ჩაბარების დროს);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი და დედანი
(უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში -პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) 2 ფოტოსურათი 3×4 და შესაძლებელია ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
დ) მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი/სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
ე) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების ფორმა;
ვ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში:
ვ.ა) აუდიოგრამა (სმენის დარღვევის შემთხვევაში);
ვ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობა (მხედველობის დარღვევის შემთხვევაში);
ზ) ქცევითი და ემოციური აშლილობის შემთხვევაში, უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა;
თ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ი) მეურვის არსებობის შემთხვევაში დამატებით წარსადგენია:
ი.ა) მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის)
ასლი და დედანი;
ი.ბ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;