მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე სასწავლო პროცესი დასრულდა
ფოტორედაქტირებისა და მემონტაჟე-გრაფიკოსის მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე სასწავლო პროცესი წარმატებით დასრულდა.
ფოტორედაქტირების პროგრამის ხანგრძლივობა იყო 2 თვე. პროგრამაზე ჩაირიცხა 15 სტუდენტი. სწავლება წარმატებით დაასრულა 7-მა სტუდენტმა. მემონტაჟე-გრაფიკოსის პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 3 თვეს. პროგრამაზე ჩაირიცხა 15 სტუდენტი. სწავლება წარმატებით დაასრულა 9 სტუდენტმა.
ორივე პროგრამაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა პრაქტიკული მეთოდით, როგორც რეალურ სასწავლო გარემოში,ასევე, ონლაინ პლატფორმა Teams-ის მეშვეობით.