პროფესიულ პროგრამებზე საბუთების მიღება დაიწყო
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტებმა 4 ოქტომბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:
ა) სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების ჩაბარების დროს);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი და დედანი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) 2 ფოტოსურათი 3×4 და შესაძლებელია მისი ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
დ) საბაზო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი იმ აპლიკანტებისთვის, რომლებსაც სურთ ჩაირიცხონ საშუალო საფეხურის იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადაც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები;
ე) მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
6.სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ:
ა)საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების ფორმა;
ბ) სენსორული (სმენის და მხედველობის) დარღვევის შემთხვევაში: ბ.ა) აუდიოგრამა (სმენის დარღვევის შემთხვევაში); ბ.ბ) ოფთალმოლოგის მიერ გაცემული ცნობა (მხედველობის დარღვევის შემთხვევაში);
გ) ქცევითი და ემოციური აშლილობის შემთხვევაში, უფლებამოსილი სპეციალისტის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ე) მეურვის არსებობის შემთხვევაში დამატებით წარსადგენია: ე.ა) მეურვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი და დედანი; ე.ბ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
საბუთების წარდგენა შესაძლებელია 10 საათიდან 18 საათამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, დ.უზნაძის ქ. #68.