“პარაშუტის” ახალი სატელევიზიო სტუდია
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯის სტუდენტური ტელევიზია “პარაშუტის” საეთერო სტუდიის მშენებლობა წარმატებით დასრულდა.
პროფესიული სტუდენტებისთვის შეიქმნა თანამედროვე, უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სატელევიზიო სტუდია, სადაც ისინი იმუშავებენ გადაცემის ჩაწერაზე, გადაღებასა და დამონტაჟებაზე.
კოლეჯის სტუდენტებისთვის “პარაშუტი” წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას, გაიარონ პრაქტიკული სამუშაოები რეალურ სივრცეში და მიიღონ გამოცდილება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.