მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე წარმოსადგენი დოკუმენტაცია
მოკლევადიანი მომზადების პროგრამებზე (ფოტოგრაფიის პრაქტიკული კურსი, ვიდეომონტაჟი) ჩარიცხული აპლიკანტების საყურადღებოდ!
გთხოვთ, 26 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი (ორივე გვერდი), უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) ფოტოსურათი 3X4;
დ) მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (ყველა გვერდი). შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში – სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის ასლი (ყველა გვერდი).
კოლეჯის მისამართი-თბილისი, დ. უზნაძის ქ. #68, მე-4 სართული.
კოლეჯის სამუშაო საათები-10-18სთ.
სასწავლო პროცესი დაიწყება 2 მაისს.