2019-05-30
1989 წელი

1989 წელს დოკუმენტური და სამეცნიერო ფილმების ავტორ – ოპერატორის ზურაბ ოშხნელის ინიციატივით შექმნილმა საყმაწვილო-სატელევიზიო სტუდიამ (შემდგომში საყმაწვილო-სატელევიზიო რესპუბლიკური ცენტრი) სათავე დაუდო საქართველოში ფორმალურ პროფესიულ განათლებას ფოტოგრაფიაში, მედიასა და სატელევიზიო ხელოვნებაში.

   

2019-06-03
1992 წელი

1992 წელს, განათლების სამინისტროს ლიცენზიით  ზურაბ ოშხნელმა კოლეგებთან ერთად დააფუძნა პირველი ტელეპროფილური სამწლიანი სკოლა არასრული ზოგადი განათლების მქონე მოსწავლეებისთვის;

 

 

2019-06-04
1993 წელი

1993 წლიდან, განათლების სამინისტროს ბრძანებით, სკოლა გადაკეთდა ტელეპროფილურ ლიცეუმად და გადავიდა სახელმწიფო დაფინანსებაზე;

2019-06-04
1995 წელი

1995 წელს, ზურაბ ოშხნელის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებით, საქართველოში შეიქმნა სატელევიზიო ხელოვნების პირველი უმაღლესი პროფესიული სკოლა;

2019-06-04
2000 წელი

2000 წელს, განათლების სამინისტროს შესაბამისი ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტელე-რადიო კორპორაციის წარდგინებებით ტელეპროფილური ლიცეუმი გადაკეთდა მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯად;

2019-06-04
2006 წელი

2006 წელს კოლეჯი დაფუძნდა სსიპ მედიის,  რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯის სახელწოდებით.

2019-06-04
2007 წელი

2007 წელს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სსიპ მედიის,  რეკლამისა და სატელევიზიო ხელოვნების კოლეჯი შეურთდა სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს და 11 წლის მანძილზე სასწავლო სატელევიზიო ცენტრის სახელწოდებით ახორციელებდა ფოტო, სატელევიზიო და მედია მიმართულებების უმაღლეს პროფესიულ პროგრამებს.

2019-06-04
2018 წელი

2018 წლის 6 მარტის საქართველოს მთავრობის 110 დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სატელევიზიო სასწავლო ცენტრის ინტელექტუალურ და ტექნიკურ ბაზაზე შეიქმნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი, რომელიც ახორციელებს მეოთხე და მეხუთე დონის (უმაღლეს) შვიდ პროფესიულ პროგრამას.