კოვიდრეგულაციების გამო სწავლის პროცესი ონლაინ რეჟიმზე გადავიდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 11 სექტემბრის ბრძანებით და კოლეჯის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში სასწავლო პროცესი 2020 წლის 1 ოქტომბრამდე გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე . ონლაინ სწავლება გრძელდება მხოლოდ იმ პროფესიულ პროგრამებზე, რომლის მოდულებიც დისტანციურად განხორციელების საშუალებას იძლევა.