იწყება რეგისტრაცია მეორად ჩარიცხვებზე
2020 წლის მიღებაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში შესაძლებლობა ეძლევათ 2020 წლის 12 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ პროგრამაში ხელმეორედ დააფიქსირონ არჩევანი და მიმართონ დაწესებულებას ვაკანტურ ადგილებზე ჩარიცხვის მოთხოვნით.
არჩევანის დასაფიქსირებლად აპლიკანტები უნდა ეწვიონ საიტს: WWW.VET.EMIS.GE