პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც უოცნებია საკუთარი იდეის ეკრანულ რეალიზაციაზე. პროგრამა იძლევა შანსს  მსმენელს გააცნოს და პრაქტიკულ მაგალითებზე აჩვენოს რეჟისურის, საოპერატორო ხელოვნებისა და ვიდეომონტაჟის შემოქმედებითი სინთეზი. პრაქტიკული სამუშაოები კი მსმენელს გამოუმუშავებს დოკუმენტური ფილმის წარმოებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს დროის შედარებით მცირე პერიოდში. პროგრამა ადაპტირებულია ზრდასრულებისთვის და ითვალისწინებს მათ შეზღუდულ დროს. კოლეჯი მსმენელებისთვის უზრუნველყოფს კვალიფიციურ პრაქტიკოს სპეციალისტებს, მაღალი ხარისხის სამონტაჟო კომპიუტერებს და ვიდეო გადამღებ ტექნიკას. მსმენელებს მოეთხოვებათ პერსონალური კომპიუტერის ქონა დამოუკიდებელი სავარჯიშოების შესასრულებლად და მისი ფლობა სამომხმარებლო დონეზე. დასკვნით პრაქტიკულ ნამუშევრებს შეაფასებენ კოლეჯის მიერ სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები მსმენელთა დასაქმების შანსის გაზრდის მიზნით.

პროგრამის ხანგრძლივობა:20 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა:  სულ 320 საათი, მათ შორის 144 საკონტაქტო  საათი და 176 საათი დამოუკიდებელი მუშაობისთვის

კვირეული საკონტაქტო დატვირთვა: 8 საკონტაქტო საათი; XVII-XX კვირა – 4 საკონტაქტო საათი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება, თემატური გასაუბრება, კომპიუტერის სამომხმარებლო დონეზე გამოყენების პრაქტიკული უნარის დადასტურება

პროგრამის მასწავლებლები:

  • ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი
  • ზურაბ ოშხნელი
  • ირაკლი ღლონტი
  • ირინე ადეიშვილი
  • ნათია რაჭველიშვილი
  • სალომე ცხადაძე

 

პროგრამის დასრულების შემდეგ  გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.

პროგრამაზე რეგისტრაციის თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ გამოქვეყნდება ვებგვერდზე: www.vet.emis.ge