დაიწყო საბუთების მიღება პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად
2020 წლის მიღებაზე ჩასარიცხი აპლიკანტების საყურადღებოდ: დაიწყო საბუთების მიღება პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოსაპოვებლად.
დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია 29 სექტემბრის ჩათვლით.
სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) სარეგისტრაციო განცხადება (ივსება საბუთების ჩაბარების დროს);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობის/ID ბარათის) ასლი და დედანი (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში – პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
გ) 2 ფოტოსურათი 3×4 და შესაძლებელია მისი ელ. ვერსია (CD/DVD დისკზე);
დ) მინიმუმ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) სანოტარო წესით დამოწმებული ასლი.
არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში:
ა) სარეგიტრაციო განცხადება არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში შეივსება მისი კანონიერი წარმომადგენლის მიერ.
ბ) არასწრულწლოვნის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი;
დ) მეურვის შემთხვევაში – მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საბუთების წარდგენა შესაძლებელია კოლეჯის ადმინისტრაციაში 10 საათიდან 18 საათამდე, მისამართი: დ. უზნაძის ქ.#68, მე-4 სართული, საკონტაქტო ნომერი: 032 291 02 60.