პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს ინტენსიური ჩართულობით, დროის მცირე პერიოდში, პრაქტიკულ დონეზე შეისწავლოს ვიდეო მემონტაჟე-გრაფიკოსის სპეციალობა და კომპიუტერული პროგრამების  Adobe Premiere, Adobe After effect და Ilustrator-ის ხელსაწყოების გამოყენებით საკუთარი ნამუშევრის გრაფიკულად გაფორმება.  პროგრამა ადაპტირებულია ზრდასრულებისთვის და ითვალისწინებს მათ მოკლე დროში სწავლებას. კოლეჯი მსმენელებისთვის უზრუნველყოფს კვალიფიციურ პრაქტიკოს სპეციალისტებს და მაღალი ხარისხის სამონტაჟო კომპიუტერებს. მსმენელებს მოეთხოვებათ პერსონალური კომპიუტერის ქონა დამოუკიდებელი სავარჯიშოების შესასრულებლად და მისი გამოყენება სამომხმარებლო დონეზე. მსმენელთა დასაქმების შანსის გაზრდის მიზნით დასკვნით პრაქტიკულ ნამუშევრებს შეაფასებენ კოლეჯის მიერ სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან მოწვეული სპეციალისტები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 კვირა

კვირეული სასწავლო საათობრივი დატვირთვა: სულ 288 საათი, მათ შორის 144 საკონტაქტო საათი და 144 საათი დამოუკიდებელი მუშაობისთვის

კვირეული  საკონტაქტო დატვირთვა: 12 საკონტაქტო საათი.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები: სრული ზოგადი განათლება, თემატური გასაუბრება, სამომხმარებლო დონეზე კომპიუტერის გამოყენების პრაქტიკული უნარის დადასტურება

პროგრამის ღირებულება: 898 ლარი.

პროგრამის ღირებულების გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად.

პროგრამის მასწავლებლები:

  • დიმიტრი ხაჩატუროვი
  • ზურაბ ოშხნელი
  • მამუკა ყარაულაშვილი
  • ნანა სამანიშვილი
  • სალომე ცხადაძე

სწავლის დაწყების თარიღი:

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://vet.emis.ge/#/training-programs

პროგრამის დასრულების შემდეგ  გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერთიფიკატი.