გაეროს პროექტის ონლაინ პრეზენტაცია
25 სექტემბერს თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში ჩატარდა გაეროს პროექტის „აგრარულ სექტორში პროფესიული განათლების და ტრენინგის სისტემის მოდერნიზება“, ფაზა2-ის ონლაინ პრეზენტაცია. შეხვედრაზე კოლეჯ “მოდუსის”, “ახალი ტალღის”, “ოპიზარის” და”ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯის” პიარ მენეჯერებმა წარმოადგინეს კოლეჯების ერთწლიანი პიარ კამპანია. პრეზენტაციაზე გაიმართა 4 საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც კოლეჯის შემოქმედებითმა ჯგუფმა პროექტის ფარგლებში გადაიღო და დაამონტაჟა. პროექტში მონაწილეობას იღებდა საქართველოში აგრარული მიმართულების პროფესიული კოლეჯების საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერები, რომლებსაც ერთკვირიანი ტრენინგი ჩაუტარდათ შემდეგ თემებზე:
- “როგორ უნდა დავგეგმოთ ეფექტური პიარ კამპანია”
- „ფოტოგადაღება და რედაქტირება”
- „ვიდეოპროდუქტის შექმნის სპეციფიკა“
პრეზენტაცის ესწრებოდა საქართველოს განათლების,მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროექტით მიღწეული მიზნები და შედეგები.
თსუ მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი მადლობას უხდის გაეროს მხარდაჭერისთვის და პროექტის ბენეფიციარ კოლეჯს თანამშრომლობისთვის.